სოფელ რაჭისუბანში სარწყავი სატუმბი სადგური მოეწყობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში სარწყავი სატუმბი სადგური მოეწყობა. სადგურის მშენებლობისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია და დასრულების შემდეგ სარწყავი სადგური რაჭისუბნის  80 ოჯახს სარწყავი წყლით უზრუნველყოფს . სოფელს წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდა სარწყავი წყალი და ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ .

რაჭისუბანში სარწყავი სატუმბი სადგურის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 000 ლარია გამოყოფილი .