ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 100-მდე ნამუშევარი თექას, ფერწერას და გრაფიკას მოიცავდა. გამოფენა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის შვიდი წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო. ღონისძიებას ნამუშევრების ავტორები,რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.