,, ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება გარკვეული სახის კონდიცირება”

ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება გარკვეული სახის კონდიცირება,- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა სოციალურ ქსელში ჩართვაში ილაპარაკა.

“22 საგამოცდო ცენტრი გვაქვს და ძალიან მიხარია პრემიერის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სასწრაფო რეჟიმში უნდა აღიჭურვოს ყველა საგამოცდო ცენტრი გარკვეული სახის გაგრილების სისტემით მაინც და ეს ძალიან ინტენსიურად ხორციელდება. განათლების სამინისტრო ცდილობს და ამას აკეთებს ყველა საგამოცდო ცენტრში,”- თქვა მიმინოშვილმა.

ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ასევე გამოაქვეყნა გამოცდების ახალი განრიგი, რაზეც მაია მიმინოშვილმა დეტალურად ილაპარაკა.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი.