წითელ ხიდზე  15–ზე მეტი სატვირთო ავტომობილია გაჩერებული

საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე  15–ზე მეტი სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. მძღოლების თქმით, არის გარკვეული შეფერხება, რის გამოც ისინი საზღვრის დატოვებას დროულად ვერ ახერხებენ. თუმცა შეზღუდვების გარეშე გადაადგილდებიან საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით მსუბუქი ავტომობილები, ავტობუსები და მიკროავტობუსები. როგორც „ქრონიკას“ ადგილზე განუცხადეს, გარკვეული შეფერხება იყო აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რის გამოც სატვირთო ავტომობილებს ლოდინი უწევდათ. მძღოლების ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარება  ორი დღის წინ იყო .