ხვალ აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ

ხვალ აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ. შეგახსენებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით,2018 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად  5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია  7 ივლისს ანალოგიური თანმიმდევრობით ჩატარდება,  რაც იმას ნიშნავს ,რომ თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო ხუთ ივლისს დილის რვა საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას ის 7 ივლისს დილის რვა საათზე ჩააბარებს. ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14 საათზე, იგი გამოცდის ჩაბარებას 7 ივლის 14 :00 საათზე შეძლებს. 6 ივლისს დაფიქსირებული აპლიკანტებისთვის, ზოგადი უნარების გამოცდის განრიგში ცვლილება არ განხორციელებულა.