“20 % of Georgia is occupied by Russia” -წარწერა მაისურზე მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე (+ფოტო)

ქართველი კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. კომენტატორი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ თამაშს მოსკოვში “20 % of Georgia is occupied by Russia” წარწერიანი მაისურით წაიყვანს.

“შიგ ლუჟნიკებზე ?

დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი სტადიონიდან უნდა წავიყვანო. ამაზე მთელი ბავშობა ვოცნებობდი და ძალიან მადლიერი ვარ რომ
ასეთი შესაძლებლობა მეძლევა. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც გაგიღემებთ თქვენ!

ყველაფერთან ერთად ჩემი
საყვარელი გუნდი თამაშობს ფინალში
და ოცნება სრულყოფილად რომ
ახდეს, იმედია ფრანგები აწევენ თასს! ? ერთი ის არის, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანაში იმართება ჩემპიონატი. ფინალიც
მოსკოვშია და ეს დიდად სასიამოვნო
არ არის, მაგრამ რას
ვიზამთ. ანა ბოჭოიძის ძალიან კარგი დიზაინი დავბეჭდე
მაისურზე, ჩავიცვი და ასე ვაფიქსირებ ჩემ სამოქალაქო პოზიციას. Live with love and represent the real!”-წერს კომენტატორი