200 000 ლარიანი პროექტი ,რომელიც რუსთავს დატბორვისგან დაიცავს -რას გეგმავს უწყება

 

რუსთავში უახლოეს დროში დატბორვის პრობლემა მოგვარდება-ამის შესახებ რეგიონულ მედიასთან შეხვედრის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა.

უწყებაში ფიქრობენ,რომ უხვი ნალექის შედეგად რუსთავის ხშირი   დატბორვა,  ის მნიშვნელოვანი პრობლემაა ,რომლის მოგვარებაც დროულად უნდა მოხდეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, შეხვედრის ფარგლებში იმ პროექტზე ისაუბრეს, რომელიც რუსთავს უხვი ნალექისგან დაიცავს. უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარობს. უახლოეს პერიოდში დაიწყება პროექტი ,რომლის ღირებულებაც 200 000 ლარს შეადგენს.  ახალი დაპროექტების საშუალებით, იგეგმება არხის მიმართულებიც შეცვლა, რომელიც იაღლუჯიდან ჩამოსულ ნალექს , მტკვრის მხარეს მიმართავს.