23 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა

საგამოცდო პროცესი რუსთავის საგამოცდო ცენტრში უხარვეზოდ მიმდინარეობს

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რეგისტრირებული 441 აპლიკანტიდან, 23 გამოცდაზე არ გამოცხადდა. როგორც რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა, ზვიად მურადაშვილმა ,,ქრონიკას” განუცხადა , საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დროულად გამოცხადნენ, არ ყოფილა არც ერთი დაგვიანების შემთხვევა. ამ წუთებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა რუსთავში უხარვეზოდ მიმდინარეობს. გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო.