27 ივლისს ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება იქნება

27 ივლისს დედამიწა მზესა და მთვარეს შორის გაივლის, რის გამოც მისი ჩრდილი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე დაეცემა და მას მოწითალო ფერს მისცემს. ამ მოვლენის ხილვა დედამიწიდან დროის საკმაოდ დიდი მონაკვეთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, ვინაიდან მთვარის დაბნელება ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იქნება უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში.

მზის სრული დაბნელება და მთვარის სრული დაბნელება ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მზის დაბნელების დროს მთვარე გადის დედამიწასა და მზეს შორის და მზეს ფარავს.

წელს მთვარის სრულ დაბნელებას აღმოსავლეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის მაცხოვრებლები დაინახავენ. მთვარის დაბნელება დაახლოებით 6 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპაში, აღმოსავლეთ აზიასა და ინდონეზიაში მთვარის ნაწილობრივ დაბნელებას დაინახავენ.