6 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივლისს 07:00-დან 12:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1535 აბონენტს გამარჯვებაში, 10:00-დან 19:00 საათამდე 5777 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზქენდი, თაზაქენდი, მუღანლო, კოდა, მუხათი, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 13:00 საათამდე 2556 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში ირგაჩაი, მამიშლო, საფარლო, მთისძირი, ლოქჯანდარი და მიმდებარე სოფელბში, 11:00-დან 17:00 საათამდე 815 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, ფონიჭალა, მთისძირი, თელეთი, კრწანისი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 1423 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, სავანეთ, ხატისოფელი, სისკალა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 77 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა და მიმდებარედ, 12:00-დან 18:30 საათამდე 55 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში მოხისი და დიდი თონეთი, 15:00-დან 17:00 საათამდე 522 აბონენტს წალკის რაიონის სოფელბში კუში, ბურნაშენი, ბერთა, წალკა და მიმდებარედ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.