აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილების შეტანა დღეს სრულდება

2018 წლის აბიტურიენტების შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადა 27 აგვისტომდე გაახანგრძლივა, აღნიშნული ცვლილება კი, ცენტრის განმარტებით, უმაღლესებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაცია-აკრედიტაციის საკითხს ეხება.

აბიტურიენტები პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში საგანმანათლებლო პროგრამების დამატებას, გადაადგილებასა და წაშლას დღეს 18:00 საათამდე შეძლებენ.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, სკალირებული ქულები და გრანტი ერთად გამოქვეყნდება დაახლოებით სექტემბრის დასაწყისში. ამავე დროს გახდება ცნობილი რომელ უმაღლეს სასწავლებელში და რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოხვდნენ აბიტურიენტები.