აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები ცნობილია

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები ცნობილია. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი, იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა. შედეგების ნახვას შეძლებთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოთ ნომერზე 9 3 3 3 3, მომსახურების საფასური 50 თეთრია.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესების ჩამონათვალში ცვლილების შეტანა წლევანდელ აბიტურიენტებს 22 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.