მცხეთაში, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. თვითმხილველების ინფორმაციით მანქანა გზაზე  გადაადგილდებოდა რა დროსაც დაკვამლიანება შენიშნეს. მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.