,,აღმოაჩინე ბოლნისი შემოქმედებითი გასეირნებით”-ბოლნისში ინტერდისციპლინარული გასეირნება მოეწყო

,,აღმოაჩინე ბოლნისი შემოქმედებითი გასეირნებით”- ამ სახელწოდებით ქალაქ ბოლნისში ინტერდისციპლინარული გასეირნება მოეწყო ,სადაც დამთვალიერებლები ხუთი შეგრძნების საშუალებით ქალაქის ისტორიას და კულტურას გაეცნენ.ქალაქში განთავსებული იყო ათი ლოკაცია ,სადაც ფოტოსურათების საშუალებით  წარმოდგენილი იყო ბოლნისის უძველესი ოჯახის ისტორია ,სხვადასხვა არომატების შეგრძნება, ,ვარსკვლავური ომების ბაზარი ,ადგილობრივი წარმოების ლუდი. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ თიხისგან საკუთარი ხელით  სხვადასხვა ნივთები გამოეძერწათ . დამთვალიერებლები უძველესი ნუმიზმატიკის კერძო მუზეუმში რეგიონის ისტორიას გაეცნენ, მოისმინეს აზერბაიჯანულ ენაზე შესრულებული სიმღერები .

ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

შემოქმედებითი გასეირნება ფესტივალის “one caucasus 2018 “ის ფარგლებში ჩატარდა .ფესტივალი 1 და2 სექტემბერს დასკვნითი ღონისძიებებით დასრულდება .