გარდაბანის მუნიციპალიტეტში 23 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება (+ფოტო)

პარალელურად შენდება სამი ახალი ბაღი

გარდაბნის მუნიციპალიტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინაროებს. ამ ეტაპზე სამუშაოები 17 საბავშვო ბაღში ტარდება.პროეტის ფარგლებში მთლიანად განახლდება ბაღებში ინფრასტრუქტურა და სააღმზრდელო ჯგუფები კეთილმოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომოანია “ბილდ ტერიტორი” ახორციელებს.

ბაღების რეაბილიტაციისთვის ადგილიბრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოები ახალი სასწავლო წლუსთვის დასრულდება.

პარალელურ რეჟიმში შენდება სამი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი. სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულებები მომავალ წელს დასრულდება.

საერთო ჯამში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში რებილიტაცია 23 ბაღს ჩაუტარდება.