ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ და გუბერნატორის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ალექსანდრე მეტრეველმა თანამდებობა დატოვა. როგორც გუბერნიაში აცხადებენ მეტრეველმა პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით განცხადების საფუძველზე დატოვა. რეგიონის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი TV4-თან საუბარში აცხადებს რომ თანამდებობა ვაკანტური არ დარჩება და უახლოეს დღეებში პირველი მოადგილე შერჩეული იქნება.