დავით გარეჯის #21 საცხოვრებელ კორპუსს, რომლის რესტავრაციასაც მოსახლეობა წლებია ითხოვს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

დავით გარეჯის #21 საცხოვრებელ კორპუსს, რომლის რესტავრაციასაც მოსახლეობა წლებია ითხოვს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ საცხოვრებელი კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დასრულდება, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს და შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება. შეყიდვების სავარაუდო ღირებულება 109 142 ლარს შეადგენს.

მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები სახლის რეაბილიტაციას და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას წლებია ითხოვენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია და დაუყოვნებლივ რესტავრაციას საჭიროებს. მათივე თქმით, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აღნიშნულ კოპუსში ცხოვრება საფრთხის შემცველია.  გარდა ამისა, დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემაც, რის გამოც კორპუსის სარდაფებში მუდმივად წყალი დგას. მოსახლოებას საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვთ.