დღეს ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

დღეს ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.