ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება

დღეს, ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, გამოცდების საბოლოო შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების ნახვა ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ.

დღესვე აღნიშნულ თემაზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გააკეთებს განცხადებას.