ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. საუბარია ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებზე.

აბიტურიენტების ქულების ნახვა როგორც ვებგვერდის ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ.

ვებგვერდის შემთხვევაში აბიტურიენტს შედეგის ნახვა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე www.naec.ge ან www.online.naec.ge-ზეა შესაძლებელი.რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი).

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოში სულ 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.