კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 74%-ს გადაწყვეტილი არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვის მისცემდა ხმას

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 74%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს.

NDI-ის მიერ დასმულ შესაბამის კითხვაზე, გამოკითხულთა 20% აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, 5% აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1 % კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 11% – “ნაციონალურ მოძრაობას”, 4% – “ევროპულ საქართველოს”, 3% კი – “ლეიბორისტულ პარტიას”.
ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა, 30% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 15% კი არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.