მარნეულის საკრებულოს ფრაქცია „ ევროპული საქართველო ” დაიშალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ევროპული საქართველო -მოძრაობა თავისუფლებისთვის დაიშალა . ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს . ფრაქციის აპარატის უფროსმა ყოფილი თავმჯდომარის, აზად ქარიმოვის განცხადება წარმოადგინა ფრაქციის დატოვების შესახებ . აზად ქარიმოვი ფრაქციის დატოვებისა მიზეზად შიდა დაპირისპირებას ასახელებს . როგორც ფრაქცია „ ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის „ თავმჯდომარე , ახმედ იმამ კულიევი აცხადებს ,შესაძლოა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კვლავ შეიქმნას ფრაქცია , თუმცა ვინ გახდება ამ ფრაქციის მესამე წევრი ეს ჯერ ჯერობით უცნობია .