რა სახის შენიშვნები აქვს ახალ გუბერნატორს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან?!

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა  ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.საბჭო შოთა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით დღეს პირველად შეიკრიბა. სხდომას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ქვემო ქართლის გუბერნატორმა მერებისგან და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან იმ პროექტების მიმდინარეობის შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც მათ მუნიციპალიტეტებში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს. დღეს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, სახელმწიფო ტენდერებზე. როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, არის შემთხვევები, როდესაც  ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ და დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები  ჭიანურდება და მუნიციპალიტეტებს პროექტების დასასრულებლად ხელახალი ტენდერის გამოცხადება უწევთ.  მათივე თქმით, არაკეთილსინდისიერი კომპანიები ჯარიმდებიან და ეგრეთ წოდებულ მათი შავ სიაში შეყვანაც ხდება, თუმცა აღნიშნული პრობლემას ვერ ჭრის, რადგან პროექტების ჩაბარების ვადები იწელება. შოთა რეხვიაშვილის თქმით, პროექტების მონიტორინგის ნაწილი უნდა გამკაცრდეს.