როგორია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 9 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ 9 წლის ბიჭს ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გამოკვლევები ჩაუტარდა. როგორც ,,ქრონიკას” ექიმმა განუცხადა ბავშვს გულმკრედის დახურული ტრამვები აღენიშნება. დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ,ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ერთმანეთს ,,ჰონდას” მარკის და ,,ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.შემთხვევის შედეგად 9 წლის ბიჭი დაშავდა.მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.