რომელ უბნებს შეუწყდება რუსთავში ბუნებრივი აირის მიწოდება

რუსთავში აბონენტების ნაწილს  ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.  ქრონიკა დღეს „სოკარ ჯორჯია გაზს“ დაუკავშირდა, იმის გასარკვევად თუ რა მიზეზით მოხდება გაზმომარაგების შეწყვეტა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო 16 აგვისტოს 09:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე ქ. რუსთავში ბალანჩივაძის ქუჩას, გასასვლელებს, 112ბ კვარტალს, ალუბლების ქუჩას, მე-11 მკრ-ნის #2-3 საცხოვრებელ სახლებს, მე-16,17,18,19,20,21-ე მკრ-ნების მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდება.”