რუსთავში სამი ახალი სპორტული მოედანი აშენდა

მიმდინარე წელს რუსთავში სამი სპორტული მოედანი  და ერთი სპორტულ–გამაჯანსაღებელი კუთხე აშენდა. რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის გავნითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ზაზაძის თქმით, ყველა ლოკაციაზე ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია და ოთხივე ობიექტი ექსპლუატაციაში არის შესული. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რუსთავის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „თიდა“ განახორციელა.  სამუშაოებზე 163 400 ლარი დაიხარჯა. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, მერიისთვის ერთ–ერთ მნიშნველოვან მიმართულებას წარმოადგენს ქალაქში სპორტული  მოედნების მშენებლობა, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას შეწყობს ხელს.