ბოლნისის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით ქალაქში საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავები გადაიხურება. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურმა კომისიამ განცხადებების საფუძველზე შეისწავლა სახლებში არსებული ვითარება და წლის ბოლომდე 31 სახლი გადაიხურება.
მიმდინარე სამუშაობს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს თამვჯდომარე გაეცნენ. დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის პროექტი იმ ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს, რომლებსაც მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ.