სექტემბრიდან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობა მცირდება

განათლების სისტემაში სექტემბრიდან ბევრი სიახლე ინერგება.  17 სექტემბრიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის პროცესის ორგანიზების კუთხით ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, მეორე კლასში შემცირდა ხუთი წუთით გაკვეთილის ხანგრძლივობა და ნაცვლად 45 წუთისა 40 წუთი გახდა. პირველ კლასში კი მოსწავლეებს გაკვეთილზე ყოფნა 35 წუთი მოუწევთ. ცვლილებებია შეფასების სისტემის კუთხითაც. მეხუთე კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები ქულებით არ შეფასდებიან. ამასთან მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების შეფასება და ისინი ორიენტირებული იქნებიან განმავითარებელ შეფასებაზე.შეფასებები მხოლოდ საკლასო აქტივობებში იქნება ,თუმცა კვლავ ექნებათ მოსწავლეებს საშინაო დავალებები. გარდა ამისა  ცვლილებაა მეხუთე კლასში უცხო ენის სწავლების მიმართულებითაც. მოსწავლეებს სკოლა არა ერთ, არამედ მეორე ევროპულ უცხო ენის არჩევის საშუალებასაც მისცემს.