სიმამრმა სიძე დაჭრა

ბათუმში, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ურთიერთშელაპარაკება მელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში სიძე-სიმამრს შორის მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ სიმამრის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.

როგორც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, დაშავებული „მედცენტრშია“ გადაყვანილი. მას ჭრილობა წელის არეში აქვს მიყენებული.

ფაქტზე საქართველოს შინაგამ საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108 მუხლით დაიწყო, რაც გამზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მათივე განმარტებით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დანაშაული 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.