სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავდებულებისთვის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას უზრუნველყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„კანონით დადგენილი წესით, ამანათებს მიიღებს ყველა პენიტენციური დაწესებულება 27 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, 28 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან დღის 13:00 საათამდე.
სპეციალურ პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.