უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი ფაქტი ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა

01 ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა . გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 01 ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოავლინეს.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 4 ფაქტი ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, 3 ფაქტი – კახეთში, ხოლო 1 ფაქტი იმერეთში.

მოქალაქეები ნადირობისთვის აკრძალული იარაღებით (ე.წ “მანოკით” და ფარით), აკრძალულ დროს ნადირობდნენ.  შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 150 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იხსნება.