ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ მედიკამენტებს შორის ყველაზე მეტი საქართველოში წარმოებული პროდუქტია

2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ მედიკამენტებს შორის ყველაზე მეტი საქართველოში წარმოებული პროდუქტია. 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე ყველაზე ხშირ შემთხვევაში საქართველოში, პოლონეთსა და უკრაინაში წარმოებული მედიკამენტების ჩამორთმევის ღონისძიებები გატარდა. კერძოდ, 157 შემთხვევაში საქართველოში, 102 შემთხვევაში უკრაინაში, ხოლო 90 შემთხვევაში პოლონეთში წარმოებული ფარმაცევტული საშუალების ბაზრიდან ამოღება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებულ და ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ მედიკამენტებს შორისაა: დიაზეპამი (აღრიცხვის წესში ხარვეზის გამო), ვიტამინი B (შენახვის წესის დარღვევა) ოფტან-დექსამეტაზონი (რომლის შენახვის წესი იყო დარღვეული), მუკალტინი (ვადაგასული), კოლინი (ვადაგასული), გლემპიდი (ვადაგასული), ადიპი (ვადაგასული), ატენორიკი (ვადაგასული), ბლესტარი (ვადაგასული), სომნგამა (დარღვეული იყო აღრიცხვის წესი), მაგიტუსი (პრობლემა დაფიქსირდა ასევე აღრიცხვის წესში), ფენაზეპამი (დარღვეული იყო აღრიცხვის წესი), პროტარგოლი (ვადაგასული), ამტასი (შენახვის წესის დარღვევა) და ა.შ.

2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან სულ 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს.