ქვემო ქართლის პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ტყის მცველი დააკავა

ქვემო ქართლის პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ტყის მცველი დააკავა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა აგვისტოს, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, ამავე სამსახურის ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის N2 სამცველოს ყოფილი ტყის მცველი . სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.საქმე ეხება იანვარსა და თებერვალში ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ უკანონოდ მოჭრილი სხვადასხვა ჯიშის 3 ათასამდე ძირი ხის მოპოვებას, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 287 200 ლარი შეადგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა, მათ შორის საჯარო მოხელეთა მხილების მიზნით.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.