ც ჰეპატიტის, შიდსის და ტუბერკულოზის მართვა პირველადი ჯანდაცვის დონეზე მოხდება

ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მისი გააქტიურება ქვემო ქართლში–ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რუსთავის მერიაში შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები და რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია ესწრებოდნენ.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სამეგრელო ზემო სვანეთის შემდეგ მასშტაბური პროექტი ქვემო ქართლშიც დაიწყება. პროექტი ითვლაისწინებს, ც ჰეპატიტის, შიდსის და ტუბერკულოზის მართვას პირველადი ჯანდაცვის დონეზე. ოჯახის ექიმები ვალდებული იქნებიან ხელი შეუწყონ პაციენტების მკურნალობაში ჩართვას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით ადგილობრივ ბიუჯეტში 2019–2020 წლებისთვის შესაბამისი თანხების მობილიზება უნდა მოხდეს, რათა პროექტის ფარგლებში ოჯახის ექიმების წახალისება გახდეს შესაძლებელი. ექიმების გადამზადებას კი სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს.

ამ დროისთვის ჩვენ რეგიონში ც ჰეპატიტის სკრინინგი უკვე ჩაუტარდა 70 000 ადამიანს, თუმცა კვლავ რჩება 250 000–ზე მეტი ადამიანი, რომლის გამოკვლევაც იგეგმება.საერთო ჯამში კი პროგრამით რეგიონში 370 ათასი ადამიანის გამოკვლევა უნდა მოხდეს.