ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 127 შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 აგვისტოს, 22:21- საათიდან 02:00 საათამდე, ძლიერი წვიმის შედეგად 127 შეტყობინება შევიდა. ამის შესასხხებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფებმა რამდენიმე მისამართზე განახორციელეს საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოები. კერძოდ, წყნეთის ქუჩაზე მიწის საფარის ჩაინგრა, რამაც კედლისა და ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია. დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.

ქუთაისის ქუჩაზე დაიტბორა სკოლის პირველი სართული. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

პეკინის გამზირზე დაიტბორა მაღაზია. წყლის ამოტუმბვითი ღონისძიებები დასრულებულია.

მაყაშვილის ქუჩაზე – ამორტიზებული შენობის კედელი ჩამოინგრა. უწყების ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დახმარება 70 ოჯახს აღმოუჩინეს.
თბილისში, ძლიერი წვიმის შემდეგ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.