წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე აზერბაიჯანის მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დათვლიერებისას 1160 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის, ფ.გ-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, 1160 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.