ჭანტურიას ადვოკატი და ოჯახის წევრები ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე საუბრობენ

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი სამართალდამცავ უწყებებს ჭანტურიას ოჯახის წევრების, ახლობლებისა და საქმეში არსებული მოწმეების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტების გამოძიებას სთხოვს. საკითხთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატმა Tv4-ის პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა.ანა კეკენაძის თქმით, საქართველოს პროკურატურა რვა თვის განმავლობაში აყალბებდა მტკიცებულებებს და სწორედ ამის საფუძველზე მოხდა ჭანტურიას დაკავება. მისივე თქმით, ამ დრომდე ხორციელდება გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრების მიმართ უკანონო ქმედებები, შანტაჟი და მუქარა. ანა კეკენაძე ამბობს, რომ მუქარა და ზეწოლა მიდის მისი, როგორც ადვოკატის მიმართაც რათა მისი სანდოობა ეჭვქვეშ იქნას დაყენებული. ჭანტურიების ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრებს ემუქრებიან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელებით, იმ შემთხვევაში თუკი ისინი, გიორგი ჭანტურიას წინააღდმეგ ჩვენებებს არ მისცემენ. კეკენაძის თქმით დაიკითხა, გიორგი ჭანტურიას და მარიამ ჭანტურია და მის მიმართ პირდაპირ იყო მოთხოვნა, რომ ეღიარებინა თითქოსდა იარაღები, რომელიც ჭანტურიების სახლიდან იქნა ამოღებული მას მანამდე სახლში ნანახი ჰქონდა. მას შემდეგ კი რაც მარიამ ჭანტურიასგან უარი მიიღეს, მას დაემუქრნენ რომ მისი მეუღლის წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებს გაასაჯაროვებდნენ. ადვოკატი შსს–ს, პროკურატურას და სუს აღნიშნულის გამოძიებას ითხოვს. ჭანტურიას დაცვის მხარემ  ფაქტების შესახებ უკვე მიმართა სახალხო დამცველს.
დღესვე საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გიორგი ჭანტურიას დამ, მარიამ ჭანტურიამ გააკეთა.