NDI-ის გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს

NDI-ის გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს. გამოკითხულების მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია უნდა მოხდეს.
სხვა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კვლევის ფარგლებში კითხვა არ დასმულა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.