მეუფე იოანე მარიხუანას ექსპორტზე გატანის თემას გამოეხმაურა

რუსთავის მიტროპოლიტი , მეუფე იოანე მარიხუანას ლეგალიზაციასა და მის ექსპორტზე გატანას დაუფიქრებელ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებად აფასებს . მეუფის მარიხუანასთან დაკავშირებით ბოლო დროს  მიმდინარე მოვლენებს აფასებს tv4-თან და განმარტავს , რომ  ქვეყანაში მარიხუანას წარმოებისა და მისი ექსპორტზე გატანის აუცილებლობას ვერ ხედავს , იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებას ეკონომიკის გაძლიერება სურს , მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ადგილობრივი სოფლის ნაწარმის წარმოებასა და ექსპორტს .

„დაპირება , რომ საქართველო მხოლოდ ექსპორტიორი იქნება ცოტა არასანდოდ მიგვაჩნია , ჯერ ექსპორტიორი არაა და გაივსო ქვეყანა ნარკოტიკით წარმოება რომ დაიწყება ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გავრცელდება . საერთოდ სანამ კანონს მიიღებს ქვეყანამ ან მსოფლიო გამოცდილება , ან ქვეყანაში არსებული სიტუაცია გაითვალისწინოს ან მოსახლეობის დაცულობაზე და უსაფრთხოებაზე იზრუნოს . არც საზოგადოების აზრს კითხულობენ , ხალხი აპროტესტებს , განსაკუთრებით კი ზრდასრულები , რომლებსაც  საკუთარი შვილების ბედი აღელვებთ .

ვერ ვხედავთ ექსპორტის აუცილებლობას თუ გვინდა ეკონიმიკის გაძლიერება და ექსპორტი სოფლის მეურნეობაში  წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ექსპორტი უნდა მოხდეს . სახარებისეულად ასეა გაუკეთე სხვას ის , რაც გინდა რომ შენ გაგიკეთონ და ნუ გაუკეთებ,  იმას , რაც შენთვის არ გინდა თუ ჩვენთვის არ გვინდა მარიხუანა , მაშინ სხვებს რატომ ვაწვდით . „ – აღნიშნავს რუსთავის მიტროპოლიტი , მეუფე იოანე.