როდის დაიწყება რუსთავქალაქობა 2018 და რა ღონისძიებებია დაგეგმილი?

„რუსთავქალაქობა 2018“  ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელება. ამის შესახებ დღეს რუსთავის მერიაში პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ჟურნალსიტებს რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურის უფროსმა გეგი ლიპარტელიანმა წარუდგინა. მისივე ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიებები 15 სექტემბერს გაიხსნება. 20  საათზე დაგეგმილია ნიკოლოზ რაჭველისა და სიმფონიური ორკესტრის კონცერტი რუსთავის თეატრში,რომელსაც დიპლომატიური კორპუსისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. კვირეულის ფარგლებში გაიმართება, ფერების ფესტივალიც, რომელიც თოდრიას ქუჩაზე ჩატარდება. იგეგმება დრამ შოუ, საბავშვო პროგრამა და მოსწავლეების დაჯილდოვებაც. რუსთავის პარკის ამფითეატრში კი ცნობილი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი იგეგმება. ეთნოფესტივალი მოეწყობა რუსთავის ციხესიმაგრესთან, სადაც მუსიკალური ნომრებით, ანსამბლი „სალხინო“ და „მე რუსთველი“ წარსდგენიან. საფეხბურთო მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოშოუც, რომელსაც მუსიკალურად  დიჯეი გააფორმებს. იგეგმება, ლიტერატურული კონკურსები წიგნის ფესტივალები და მარათონები. ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება თეატრალური წარმოდგენებიც, და კვირეულის ფარგლებში რუსთავს დედაქალაქის თეატრებიდან არტისტთა ჯგუფი ეწვევა. ,,რუსთავქალაქობა 2018”- 15 სექტემბერს გაიხსნება და 22 სექტემბერს  ჯგუფ „რეგიონის“კონცერტით დასრულდება, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე 20:30 წუთზე დაიწყება. რუსთავქალაქობის აღნიშვნა წელს რუსთავს 122 000 ლარი დაუჯდება.