ქვემო ქართლის გუბერნატორი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

ქვემო ქართლის გუბერნატორი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. რეხვიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩა დაათვალიერა, სადაც დღემდე შემორჩენილია გერმანელ კოლონისტთა ყოფის ამსახველი ძეგლები, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ღვინის მარანი და გოთური სტილით ნაგები ლუთერანული ტანძარი.სოფელ ასურეთში, 2016 წელს, დაიწყო რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელება, რომელიც გერმანული მემკვიდრეობის სრულყოფილ რეაბილიტაციას და არქიტექტურულ-სტილისტური მეთოდოლოგიის და ავთენტურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო 9 აპრილისა და შვაბების ქუჩებზე, დაგეგმილია 3 საცხოვრებელი სახლისა და ლუთერანული ეკლესიის რეკონსტრუქციაც.შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მერთან ერთად დაათვალიერა დაბა მანგლისის ცენტრალური პარკიც, სადაც მიმდინარე წელს არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყება. პროეტის განხორციელების შედეგად, ადგილზე, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძებებისა და ფესტივალების ჩატარება.გუბერნატორი იმყოფებოდა მანგლისის სიონშიც, სადაც არსებული ფრესკები შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი ძეგლია. ტაძარში XI საუკუნის მოხატულობიდან შემორჩენილიც ჯვრის ამაღლების გრანდიოზული კომპოზიცია. ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციაც. მუზეუმში ამ დროისთვის 11 000 ექპონანტი არის წარმოდგენილი.