ბაგა-ბაღებში დღეს ახალი სასწავლო სააღმზრდელო წელი დაიწყო

რუსთავის საბავშვო  ბაგა-ბაღებში დღეს ახალი სასწავლო სააღმზრდელო წელი დაიწყო -ამასთან დაკავშირებით რუსთავის ბაგა-ბაღების ფილიალებში  ღონისძიება  მოეწყო .   ქალაქის მერმა , ირაკლი ტაბაღუამ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან  ეკა ხუციშვილთან ერთად პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.  
 რუსთავში სააღმზრდელო პროცესი 19 ფილიალში დაიწყო , 2018 –2019 სასწავლო წლისთვის ექვსი ახალი ჯგუფი გაიხსნა ახალაშენებულ მეათე ბაღში.ორი სასწავლო ჯგუფი დაემატა მეოცე ბაღსაც.  რამდენიმე ფილიალში ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ხოლო მე-8 და 25 -ე ფილიალებში სააღმზრდელო პროცესი 3სექტემბრის ნაცვლად 17 სექტემბერს დაიწყება . 
 შეგახსენებთ , სექტემბრის თვეში სააღმზრდელო პროცესზე დასწრება თავისუფალია და გაცდენილი დღეები საპატიოდ ჩაეთვლებათ.