“ბოლნისქალაქობა 2018”-ის დასკვნითი ღონისძიება დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლნისქალაქობა 2018-ის დასკვნითი ღონისძიება დაიწყო.დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ასევე სპეციალურად ბოლნისქალაქობისთვის მოწვეული იტალიური ფოლკლორული ანსამბლი ,,კოროფოდონი”. ბოლნისელებს დღეს ქალაქის მთავარი დღესასწაული ქვემო ქართლის გუბერნატორმა მიულოცა: “მოგესალმებით ბოლნისელები,გილოცავთ დღევანდელ სახალხო დღესასწაულს.დღესასწაული შედგა და მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი.მინდა 90 იანი წლები გავიხსენო,როცა ჩვენს სამშობლოს ვერ ვუფრთხილდებოდით.ზუსტად იმ პერიოდში თუ რამე წინსვლა იყო,იყო სწორედ აქ ბოლნისში. ეს ამ დრომდე არ განელებულა.მინდა გითხრათ რომ ეს წელი სჯობდა 2017 წელს თუმცა მომავალი უკეთესი იქნება, ჩვენი ხელშეწყობით. როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორი გპირდებით ,რომ ყველაფერს გავაკეთებ მომავალი წინსვლისთვის”-აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.