გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამი რეაბილიტირებული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

ქალაქ გარდაბნის #4 საჯარო სკოლა დღეს დილით საზეიმოდ  გაიხსნა , გახსნის ცერემონიას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორი  , მაგდა მაღღაძე , განათლების , მეციერების , კულტურისა და სპორტის მინისტრი  მიხეილ ბატიაშვილი   ამერიკის ელჩი  ელიზაბეტ რუდი  , ადგილობრივი და მხარის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ . სკოლა , რომელიც  ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდა  ორ სექტორიანია და მასში  852 მოსწალე ირიცხება , მათ შორის 2018-2019 სასწავლო წლებში სკოლამ 112 პირველკლასელი მიიღო .

ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულების გამოწვევის ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 3 სკოლას  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა . პროექტის ფარგლებში სკოლები თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით აღიჭურვა  , მოეწყო საბუნებისმეტყველო საგნებისათვის განკუთვნილი კაბინეტები , კომპიუტერული ლაბორატორია , სპორტული დარბაზები და კეთილმოწყობილი სასწავლო ოთახები.