“დაბადების დღე”-პრემიერა რუსთავის თეატრში

ჟიული შარტავას ცხოვრების ეპიზოდები სცენაზე პირველად რუსთავის თეატრში გაცოცხლდა.

რუსთავის თეატრმა 51-ე სეზონი სპეკტაკლის “დაბადების დღე” პრემიერით გახსნა. ამავე სახელწოდების ნინო სადღობელაშვილის ავტორობით შექმნილი დოკუმენტური პიესის, მიხედვით სპეკტაკლი რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დადგა. სპეკტაკლი ეროვნული გმირის , ჟიული შარტავას მიერ სოხუმში გატარებულ უკანასკნელ დღეებზე გვიყვება.

ამბავი 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენებსა და მის შედეგებზე, რომელზეც თაობებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.რეალური ფაქტები, ომის თვითმხილველთა და მებრძოლთა ახლობლების მონაყოლი, რომელიც ერთ ამბავშია მოქცეული. დამხმარე ძალის მოლოდინში 27 სექტემბერს ბევრი ქართველი მეომარი იყო, მათ შორის ჟიული შარტავა თავის თანამებრძოლებთან ერთად. ჟიული შარტავას ცხოვრების ეპიზოდები სცენაზე პირველად რუსთავის თეატრში გაცოცხლდა.