დატოვებენ თუ არა თანამდებობებს რეგიონებში საგანმანათლებლო რესურს–ცენტრების დირექტორები

განათლების სამინსიტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობებს რეგიონებში საგანმანათლებლო რესურცენტრების ხელმძღვანელი პირებიც დატოვებენ. ჯერ–ჯერობით უცნობია,ოფიციალური ინფორმაცია, შეინარჩუნებენ თუ არა პოსტებს ქვემო ქართლის რეგიონში რესურსცენტრების დირექტორები. ინფორმაცია ცენტრების დირექტორების მოსალოდნელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით  TV4-ს განათლების სამინსიტროში არ დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, განათლების მინსიტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობები სამინსიტროს მაღალჩინოსნებმა, მინისტრის მოადგილეებმა დატოვეს. მათ შორის თანამდებობა დატოვეს მაია მიმინოშვილმა და თამარ სანიკიძემ.