“დაცვის მხარეს ექნება თქვენი აცილების შუამდგომლობა” – დაცვის მხარე მოსამართლე, ეკატერინე პართენიშვილის აცილებას ითხოვს (+ფოტო)

ჭანტურიას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით და 236–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება

“დაცვის მხარეს ექნება თქვენი აცილების შუამდგომლობა” – დაცვის მხარე მოსამართლე, ეკატერინე პართენიშვილის აცილებას ითხოვს. “თქვენი გადაწყვეტილებები რომელიც წინა სხდომაზე იქნა მიღებული ეჭვქვეშ აყენებს თქვენს სანდოობას. ” განაცხადა სასამართლო სხდომაზე ქუთათელაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაიწყო. ჭანტურიას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით და 236–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებას ითვალისწინებს.
გიორგი ჭანტურია შვიდ აგვისტოს ღამით დააკავეს.