ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რადგან სამართალდამცველებმა მათ კარვების გაშლისა და გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს. აღნიშნულის გამო დაიწყო შეხლა-შემოხლა. სარალიძემ რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს თემურ კუპატაძეს. დაპირისპირების დროს ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის აქციის მონაწილეებმა ადგილიდან გაიყვანეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს.

მას შემდეგ, რაც სარალიძე რუსთაველის გამზირიდან გაიყვანეს, კიდევ რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ პოლიციამ მათი კარვები ტერიტორიიდან გაიტანა. ამის შემდეგ კი აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალსა და ქვეითად მოსიარულე მოქალაქეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი საპატრულო პოლიციამ აღმოფხვრა.

პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე რჩებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე. გაძლიერებულია შს სამინისტროს წარმომადგენელთა რაოდენობა.