თბილისის შემდეგ, ქაოსია რუსთავის იუსტიციის სახლში

თბილისის შემდეგ, ქაოსია რუსთავის იუსტიციის სახლში. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქების უპრეცედენტო რაოდენობა შეინიშნება-ამის მიზეზი შპს-ების ხელახალი რეგისტრაციაა, რომლის ვადაც 1 ოქტომბრამდე განისაზღვრა. მეწარმეები, რომლებიც თავიანთ საქმიანობის სფეროს არ დაარეგისტრირებენ, ორშაბათიდან დაჯარიმდებიან. ჯარიმის მოცულობა 1000 ლარი იქნება.
რეგისტრაციის გავლა კონკრეტულად იმ შპს-ებს ევალებათ, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ.
შპს-ებმა რეგისტრაცია იუსტიციის სახლში უნდა გაიარონ, რომელიც სრულიად უფასოა.
საქართველოს მთავრობამ უკვე გამოსცა დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალს.

სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია:

მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები: შენობებისა და ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები; სამოქალაქო მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები; სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები; ლითონის მზა ნაწარმის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
სამთომოპოვებით მრეწველობასა და კარიერების დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები: ნახშირისა და ლიგნიტის მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოები; ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოები; ლითონის მადნების მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოები; სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები; სამთომოპოვებითი მრეწველობის დამხმარე მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
შავი და ფერადი ლითონების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები:ძირითადი ლითონების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; ლითონის მზა ნაწარმის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; კომპიუტერების, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; ელექტრული მოწყობილობების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; მანქანებისა და მოწყობილობების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; სხვა სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებასთან დაკავშირებული სამუშაოები:ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
კოქსისა და ნავთობპროდუქტების მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოები:კოქსისა და ნავთობპროდუქტების მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
ქიმიურ წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები: ქიმიკატებისა და ქიმიური პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; ძირითადი ფარმაცევტული პროდუქტებისა და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოებასთან დაკავშირებული საშუალებები; რეზინისა და პლასტმასის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; სხვა არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
მერქნის დამამუშავებელ წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები: ხისა და კორპის ნაწარმის წარმოებასთან, ჩალისა და წნული მასალების ნაკეთობების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; ქაღალდისა და ქაღალდის მასის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; ავეჯის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
მეტყევეობასთან დაკავშირებული სამუშაოები: მეტყევეობასა და ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
საფეიქრო და მსუბუქ მრეწველობასთან დაკავშირებული სამუშაოები: ტექსტილის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; ტანსაცმლის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; ტყავისა და მასთან დაკავშირებული ნაწარმის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; კვების პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
ტრანსპორტთან დაკავშირებული სამუშაოები: სახელმწიფო ტრანსპორტთან და მილსადენებით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სამუშაოები; წყლის ტრანსპორტთან დაკავშირებული სამუშაოები; საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული სამუშაოები; დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობებთან დაკავშირებული სამუშაოები.
საბითუმო და საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებული სამუშაოები:ავტომობილებითა და მოტოციკლებით საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და მათ რემონტთან დაკავშირებული სამუშაოები.
წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვასა და დაბინძურებისგან გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოები: კანალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები; ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და მოცილების საქმიანობები; ნარჩენების უტილიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები; დაბინძურებისაგან გასუფთავება და ნარჩენების მართვის სხვა მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები