კართან ახალშობილი იპოვეს

ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

ჩვილი წვიმიან ამინდში, სახლის ჭიშკარზე ჩანთაში ახალშობილი ოპოვეს. შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში მოხდა.

ამ დროისთვის ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ახალშობილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.